2 თებერვლის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

2 თებერვლის აქციების შემდეგ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს სასამართლომ საპატიმრო გირაო სხვადასხვა ოდენობით შეუფარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაკავებულები თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან. გადაწყვეტილება მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა.