2 ოქტომბერი ქართველი მწერლის, კინორეჟისორისა და სცენარისტის, გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა
გოდერძი ჩოხელი — ხელოვანი, რომლის შემოქმედებაც ერთ მთლიან, გამორჩეულ სამყაროს ქმნის და რომლის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი თხრობის განსაკუთრებული სიმარტივეა. გამომსახველობითი ხერხები თითქოს ყველასთვის ადვილად აღსაქმელია, თუმცა ამ სისადავის მიღმა დიდი სიღრმე და მნიშვნელოვანი სათქმელი იმალება.
2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელს 72 წელი შეუსრულდებოდა.