მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვრის სინჯები აიღეს. ადგილზე განისაზღვრა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ორგანულ და არაორგანულ დამაბინძურებლებს და მძიმე ლითონებს სააგენტოს ლაბორატორია ამოწმებს. კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით 1999 წელს დაარსდა.