2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ხვალ, 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრი მოეწყო. სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრები შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარითაა აღჭურვილი, მათ შორის გაგრილების სისტემით. 2 ივლისიდან, საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე, მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 2026 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულ 83 000-ზე მეტ გამოსაცდელს, საქართველოს 12 ქალაქში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურება. ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. 2026 წლის გამოცდები, წელსაც, ტრადიციულად, ორ სესიად ჩატარდება. გამოცდაზე არ შეიძლება არცერთი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა, ჰიგიენური ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, საწერი კალმისა. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.