1TV.GE 7 ენაზე- ვებ-პლატფორმის პრეზენტაცია ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის

#1tv.ge 7 ენაზეა ხელმისაწვდომი. ახალი ვებ-პლატფორმის პრეზენტაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის გამართა.

სომხურენოვან მოსახლეობას ინფორმაციის საკუთარ ენაზე მიღება უკვე ონლაინრეჟიმში შეუძლიათ.

მაუწყებლის საიტზე მიმდინარე ახალი ამბების გარდა, სხვადასხვა ენებზე ოქროს ფონდში დაცული მასალებიც ითარგმნება. შეხვედრას ორგანიზება არსამთავრობო ორგანიზაციამ “ ქალები ჯავახეთის მომავლისთვის” გაუწია.