1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 28 წელი გავიდა

ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღიდან 28 წელი გავიდა.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

ეს იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა. საკუთარი პოზიცია გამოხატა ახლა უკვე ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ.

5 აპრილს რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები გამოქვეყნდა. 9 აპრილს კი უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.