დედაქალაქის მერის გამოხმაურება

12:13, 11.05.2024

დედაქალაქის მერი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. კახა კალაძემ ძალადობა უწოდა კამპანიას, რომელიც, მისივე თქმით, საზოგადოების გახლეჩას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის მტრის იარლიყის მიკერებას ისახავს მიზნად.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს უცხო ქვეყნების გავლენები და საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი მომავალი არჩევნების გზით გადაწყვიტოს.

მსგავსი