1964-1965 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის გათამაშება ხელბურთში #არქივი #ტაიმაუტი

ავტორები: გიგა გვენცაძე, ალექსანდრე შერვაშიძე, დათა გავარდაშვილი 

ხელბურთი – 1962 წელს „თბილისის ბურევესტნიკი“ საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მათ 1964 წელსაც მოიპოვეს ოქროს მედლები და ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩაებნენ. პირველ ეტაპზე პოლონური ვროცლავი ბურევესტნიკმა ადვილად გაიარა. მეოთხედფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე იუგოსლავიის ჩემპიონი ზაგრების მედვეშაკი იყო. პირველი შეხვედრა გასვლაზე ქართველმა ხელბურთელებმა 8 ბურთის სხვაობით დათმეს და თბილისში 9 ბურთით უნდა მოეგოთ. ბევრი მიიჩნევს, რომ სპორტის სასახლეში მაყურებლის დასწრების რეკორდი, სწორედ ამ მატჩზე დაფიქსირდა. შეხვედრას 16.000 მაყურებელი დაესწრო, სწორედ ამ თამაშის შესახებ გვიამბობს, ვეტერანი ხელბურთელი, დამსახურებული მწვრთნელი გარი მაჭავარიანი.

ტაიმაუტი

დატოვე კომენტარი