1920-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა 

ხვალიდან ეროვნული არქივი მაყურებელს 1920-ანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას შესთავაზებს.

21 ქართლი ფილმი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისშია გადაღებული, უკვე ციფრულ ფორმატში გადავიდა და ნამუშევრებს მაყურებელი დიდ ეკრანებზე იხილავს. ქართული ფილმები რუსეთის „გოსფილმ“-ფონდიდან ეროვნული კინოცენტრის პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად ჩამოაქვთ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წიგნის პრეზენტაციაც, სადაც 57 ქართული ფილმის აქამდე უცნობი თუ ნაცნობი ფოტოები და საარქივო მასალაა თავმოყრილი.