EBU-ს ახალი ამბების ასაბლეა თბილისში

ევროპის მაუწყებელთა კავშირის მე-18 ასამბლეა თბილისში. 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მასპინძლობს. განიხილება მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევები და მათი გაშუქების სპეციფიკა. ომები, კლიმატური ცვლილებები, დემოკრატია და ხელოვნური ინტელექტი. ღონისძიება დილიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელმა და საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა გახსნეს. პირველ პანელს უძღვებოდა საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი.

ასამბლეას ევროპის 47 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებიან. პანელური დისკუსიები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყოველწლიური ფორუმი, სადაც წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან.