„კავკასიის უნივერსიტეტის“ ახალი კამპუსი გაიხსნა

1909 წელს აშენებულ შენობაში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი გაიხსნა.

ახალი დაწესებულება სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლებელი ნაგებობაა.

ეს არის ისტორიული შენობა, რომელშიც 1991-1924 წლებში სომხური სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა.

ახალი შენობის გახსნაში დღეს მონაწილეობა პრეზიდენტმა, განათლების მინისტრმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღეს.

კავკასიის უნივერსიტეტი 1998 წლიდან ფუნქციონირებს და წელს მას 20 წლის იუბილე აქვს.