19 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან

12:03, 07.11.2026

2007 წლის შვიდი ნოემბრის მოვლენებიდან და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევიდან – ზუსტად 19 წელი გავიდა. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გასული მოსახლეობის წინააღმდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები, ხელკეტები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა აქციის ასეულობით მონაწილე. დღის ბოლოს კი ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. მძიმე მოვლენებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებები მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებების მიზეზი გახდა. წლების შემდეგ, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი წარედგინათ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ შორისაა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი