19 ივლისს საქართველოში რობერტ პლანტი კონცერტს გამართავს

შავი ზღვის რიგით მეთორმეტე ჯაზ ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი, ლეგენდარული  ჯგუფის “ლედ ზეპელინის” სოლისტი რობერტ პლანტი იქნება. პლანტი ქართველი მსმენელის წინაშე “ბლექ სი არენას” სცენაზე 19 ივლისს წარდგება. საერთაშორისო ჯაზფესტივალი წელს 4 პროექტით იქნება წარმოდგენილი და საკონცერტო სერიები საქართველოს რამდენიმე ქალაქს და რეგიონს მოიცავს. მათ შორის კონცერტები ჩატარდება, ბათუმში, შეკვეთილში, კახეთში, თბილისსა და რუსთავში.

რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკი  პირველ სექტემბერს ბრიტანული ჯგუფის “ზი ქემიქალ ბრაზერსის” კონცერტს უმასპინძლებს. ფესტივალების ჩატარებისა და მონაწილეების შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე მიაწოდეს.

ორი ფესტივალი – შავი ზღვისა და კახეთის ფესტივალი პროექტის, ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში ჩატარდება. რაც შეეხება თბილისის ჯაზფესტივალს, ის ოქტომბრის ნაცვლად, აპრილში ჩატარდება.

 

დატოვე კომენტარი