19 აპრილის შეთანხმება - ოპოზიციური პარტიების წერილი

ევროპულ სტრუქტურებს და მათ ხელმძღვანელ პირებს წერილით მიმართავენ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები. ადრესატები არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი. წერილის ავტორები ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს. საპასუხო განცხადებები გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“.