ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია უწყებაში უკვე დაადასტურეს. თუმცა, რა კითხვები დაუსვეს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, ამერიკამ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა ოთარ ფარცხალაძეც. სუს-მა საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო.