#მოამბე 21 საათზე, 16 ივნისი, 2023 #LIVE

21:00, 16.06.2023
  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში – ევრორეკომენდაციების შესრულება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, სამეზობლო პოლიტიკა და უკრაინის ომი; ქვეყნის პირველი დიპლომატის გზავნილები და დეპუტატთა შეკითხვები
  • ომი უკრაინაში და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა ქვეყნის დედაქალაქზე – კიევი ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე კონტრშეტევის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს; ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატოში უკრაინის გამარტივებულ შესვლაზე საუბრობს
  • სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას და უკრაინის გასამარჯვებლად გაბედული ნაბიჯების გადადგმას აანონსებს – ოჯახის და თანამებრძოლთა განცხადებების ფონზე, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდნენ, პოლიტიკური სპექტრის ნაწილი პატიმრის ქართულ პოლიტიკაში შემობრუნებას „ვივამედის“ სასწაულს მიაწერს
  • ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, რიხარდ მეკელაინის პირადი არქივი შვილიშვილებმა თსუ-ს გადასცეს – საქართველოზე შეყვარებული მეცნიერი, რომელიც საქართველოში არასოდეს ყოფილა, მისი მოღვაწეობა, მდიდარი მემკვიდრეობა და შთამომავლობა ქართული საქმის სამსახურში

მოამბე

მსგავსი