ბავშვთა კეთილდღეობა - ახალი კვლევა

რა პირობებში უწევთ საქართველოში ბავშვებს ცხოვრება – იმის გასარკვევად, რამდენად უზრუნველყოფილი არიან ბავშვები აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებებით, სტატისტიკის სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახალი კვლევა ჩაატარა.

დასკვნის მიხედვით, ბავშვების 38%-ს მატერიალური და სოციალური დანაკლისი აქვს. გამოწვევად რჩება სასკოლო განათლების და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით რეგიონებში. იგივე კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში შედარებით შემცირდა ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.