18 წლის პაციენტის მდგომარეობა

12:19, 24.08.2025

ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება 18 წლის ბიჭი, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო, რომელიც ოჯახის წევრებსაც შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მკურნალობის პროცესში ის ექიმები ჩაერთვებიან, რომლებიც ოჯახმა მოითხოვა. რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. პაციენტის დედის ინფორმაციით, მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა სამმა საავადმყოფომ 18 წლის ახალგაზრდის მიღებაზე უარი განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ ფაქტზე მოკვლევა ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკების მიერ ნებისმიერი გადაცდომის დადასტურების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

მსგავსი