18 წელი შინდისის ბრძოლიდან
18 წელი შინდისის გმირობიდან – 2008 წლის 11 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ შინდისში, ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი განვითარდა. სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. ამ ბრძოლაში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი, რომლებმაც თავგანწირვისა და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს, გმირულად დაიღუპა.
უფრო მეტს ნინო ფისაძე გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.