18 წელი შინდისის ბრძოლიდან

15:03, 11.08.2026

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა – გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა. შეკრებილები იმ 17 ჯარისკაცს იხსენებენ, რომლებმაც თავგანწირვისა და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს და ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპნენ. 2008 წლის 11 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსულ მოტომსროლელ ასეულს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა. ბრძოლა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.

მსგავსი