18 წელი გავიდა 7 ნოემბრის მოვლენებიდან, – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევიდან. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ქუჩაში გასული მოსახლეობის წინააღმდეგ, მაშინდელმა ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები, ხელკეტები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა აქციის ასეულობით მონაწილე. დღის ბოლოს სპეცრაზმი შეიჭრა „ტელეიმედში“ და არხის მაუწყებლობა გათიშა. მძიმე მოვლენებს შედეგად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებები კი – მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებების მიზეზი გახდა. წლების შემდეგ, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ბრალი წარედგინათ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ შორისაა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.