საქართველოს რეგიონებში აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს
აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს საქართველოს რეგიონებში – ზუგდიდში, რუსთავში და გორში. სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.