18 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ბათუმში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ზურაბ პატარაძე ომის მონაწილეებს და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლების ღვაწლს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. 2008 წლის აგვისტოს ომს აჭარიდან 21 მებრძოლი ემსხვერპლა.