2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს გორში
2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს გორში – ტრადიციულად ამ დღეს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარედ სკვერში სანთლების აქცია მოეწყო. სანთლებით სიმბოლურად აგვისტო 2008 გამოსახეს. მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.