18 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

ისრაელის პრემიერის რეზონანსულ გეგმას ჯერ არ გამოხმაურებია აშშ, სადაც დღეს ქვეყნის ისტორიის ყველაზე შემზარავ დღეს იხსენებენ.

18 წლის წინ ამ დღეს მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა მსოფლიო შეძრა. მაშინ მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში ნახა ცეცხლის ალში გახვეული ტყუპების სახელით ცნობილი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენები და პენტაგონის შენობა, რომლებსაც ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავები რამდენიმეწუთიანი ინტერვალით დაეჯახა.

ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა მიერ მოწყობილმა მასშტაბურმა თავდასხმებმა 3 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა, 110-სართულიანი შენობები კი ნანგრევებად აქცია.

18 წლის შემდეგაც საერთაშორისო საზოგადოების მთავარი გამოწვევა ისევ ტერორიზმია, რომელთან ბრძოლის გზებზე დონალდ ტრამპმა დღეს ვრცლად ისაუბრა.