18 საათიანი სპეცოპერაცია თბილისში – რას იხსენებენ ადგილობრივები

18:22, 23.11.2017

18 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირების ვინაობა მედიისთვის ამ დრომდე უცნობია. წუხელ გვიან ღამით ცხედრები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი სამართალდამცავებს ჯერ კიდევ ბლოკირებული აქვთ. ადგილობრივები ყვებიან, რომ ტერიტორიაზე ძალოვანი უწყებების აქტიურობა მათ სპეცოპერაციამდეც ქონდათ შემჩნეული. ისინი ვერ აკონკრეტებენ, თუ ვინ იყვნენ მათ მეზობელ ბინაში მცხოვრები პირები. სპეცოპერაციის დეტალები მათ დღეს კიდევ ერთხელ „მოამბის“ კამერასთან გაიხსენეს. ადგილობრივებს გურამ როგავა ესაუბრა.

მსგავსი