18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა საქმე

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთაგან ათ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ერთ-ერთი მათგანი 1000 ლარით დაჯარიმდა, დანარჩენი 25 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.

გადაწყვეტილების გამოცხადებას დაკავებულთა ახლობლები და მხარდამჭერები ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 დააკავეს.