18 იანვრიდან სასწავლო პროცესი განახლდება

15:21, 15.01.2021

საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება. რეგიონებში კი, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. 2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ფორმატსა და მიმდინარე სიახლეებზე, განათლების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ეკატერინე დგებუაძემ დისტანციური სწავლების პროცესში ტელესკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყანაში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. რის საფუძველზეც, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ.

ტელესკოლა

მსგავსი