18-დღიანი ტყვეობა დასრულდა - ტაილანდში, მღვიმიდან ყველა ბავშვი ამოიყვანეს
- ტაილანდში მიმდინარე სამაშველო ოპერაციისას, მღვიმეში ჩარჩენილი მეთორმეტე ბავშვიც გამოიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება. ამ დროისთვის, ყველა ბავშვი ამოყვანილია. ამასთან, მღვიმიდან გამოყვანილია მათი მწვრთნელიც.
- მადლენ ოლბრაიტი და მასთან ერთად 15 ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს სამიტისა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ დონალდ ტრამპს მიმართავენ. ტრამპისთვის გაგზავნილ წერილს ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი და გერმანიის ყოფილი მთავრი დიპლომატი იოშკა ფიშერი. დიპლომატები აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობები გააუმჯობესოს.
- საფრანგეთი-ბელგია. დღეს სანკტ-პეტერბურგის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება.