ნინო სალუქვაძის სახელობის სასროლეთში ტყვიის სროლაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პნევმატური პისტოლეტიდან 10-მეტრიან დისტანციაზე შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება. გამარჯვებისთვის თბილისის ორი, თელავისა და ქუთაისის გუნდები იბრძვიან. გამარჯვებულებიდან დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომლის წევრებიც ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.