საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ სახალხო დამცველს აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სახალო დამცველი იქ არსებული ვითარების შესაფასებლად მივიდა. აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს რუსეთის მონა უწოდეს, კვერცხები ესროლეს და წყალი შეასხეს, ის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შემდეგ ლევან იოსელიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები აგრძელებენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას, ასევე ხვდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეებს. მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის გაცნობას.