177-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთში მყოფ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს

სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთში მყოფ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს. პროექტ  „წერილი ჯარისკაცებს“ ფარგლებში, 177-ე საჯარო სკოლას შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ.

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს წერილები პირადად გადასცეს. სამხედროებმა ბავშვებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და საერთაშორისო მისიაში ქართველი ჯარისკაცების როლზე ესაუბრნენ. მათ სკოლის აღსაზრდელებს მშვიდობისმყოფელების მიერ ჩატარებული ჰუმანიტარული მისიებიც გააცნეს.

მოგვიანებით, მოზარდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.