„მეფე ერეკლე - რეპორტაჟი ისტორიიდან“ - ფილმის ჩვენება თელავში

„მეფე ერეკლე – რეპორტაჟი ისტორიიდან“ – ვასილ მაღლაფერიძის ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი.

საპრემიერო ჩვენება თელავში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ფილმში ნაჩვენებია ერეკლე მეორის ცხოვრება, პოლიტიკური მოღვაწეობა, მისი ცნობილი გადაწყვეტილებები და მე-18 საუკუნის პერიოდის გეოპოლიტიკური ვითარება. ნამუშევარს მალე პირველი არხის მაყურებელიც ნახავს – სატელევიზიო პრემიერმა 18-19 თებერვალს იგეგმება.