2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და ასევე მისი სასტიკი ქმედებები უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ნედ პრაისს შეკითხვა, სომხეთ-აზერბაიჯანთან დაკავშირებით დაუსვეს, ამზადებს თუ არა ამერიკა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს და თუ ასეა, რით განსხვავდება ის პუტინის სამშვიდობო ვერსიისგან და როგორია მათი მოლოდინები სოჭის შეხვედრასთან დაკავშირებით.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, პირდაპირი დიალოგი სასარგებლოა პრობლემური საკითხების გადასაჭრელად და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.