17 წლამდელთა ჩემპიონატი წყალბურთში

ხვალიდან, 18 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთში 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ტურნირის მოხალისეები, დღეს თბილისის ქუჩებში გავიდნენ და მოსახლეობას ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის თბილისში 16 გუნდი იბრძოლებს. მათ შორის იქნება საქართველოს 17 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები. ჩვენი გუნდის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჯგუფში ხვალ, 19 საათზე რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

დატოვე კომენტარი