თბილისი 17 წლამდე წყალბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მასპინძლობს.
ჩემპიონატში კონტინენტის 16 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს ნაკრები.
ჩვენს ჯგუფში მონტენეგროს, საბერძნეთის და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები იასპარეზებენ. საქართველო დღეს პირველ შეხვედრას 19 საათზე რუმინეთთან გამართავს, რომლის დასრულების შემდეგ ოფიციალური გახსნის ცერემონია დაიწყება.
მატჩის და გახსნის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ასპარეზობები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება.