ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში

11-18 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური აუზი, 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მთავარი პრიზისთვის კონტინენტის 16 გუნდი იბრძოლებს. მონაწილეთა შორისაა საქართველოს ნაკრები, რომელსაც დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი შეხვდა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, „ბე“ ჯგუფში ძლიერი მეტოქეები შეხვდა  – მონტენეგრო, საბერძნეთი და რუმინეთი.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პირველ  შეხვედრას 11 აგვისტოს,  რუმინეთთან 19:00 საათზე გამართავს.

საქართველოს ნაკრების თამაშებსა და ფინალურ დაპირისპირებას, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.