17 წელი შინდისის ბრძოლიდან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. სულხან თამაზაშვილმა ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო.
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა.