17 წელი შინდისის ბრძოლიდან
შინდისის გმირების მემორიალთან იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ქვეყნის წინაშე მათ უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.