17 წელი შინდისის ბრძოლიდან

15:03, 11.08.2025

შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსულ მოტომსროლელ ასეულს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. მტერმა ქართველ ჯარისკაცებს ჩასაფრება მოუწყო და გასასვლელები ჩაუკეტა. ოკუპანტების ალყაში მოქცეულების მისამართით მოწინააღმდეგე ყველა სახის იარაღიდან, ასევე რეაქტიული ცეცხლსატყორცნებიდან და ტანკებიდან ისროდა. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა. უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

დილიდან ხალხმრავლობა იყო შინდისის მემორიალთან. დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს იქვე მდებარე ეკლესიაში. მემორიალთან იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები.

მსგავსი