17 წელი აგვისტოს ომიდან – ვითარება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში
ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვასთან და საკუთარ სამშობლოში დევნილობასთან ერთად, აგვისტოს ომმა უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები გამოიწვია. დაბომბილი და გადამწვარი სახლები, ერთმანეთს დაშორებული ოჯახის წევრები და მსხვერპლი ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში. ომიდან 17 წლის თავზეც საოკუპაციო ხაზის გამყოფ სოფლებში რთული ვითარებაა. უკანონო დაკავებები, გადაადგილების უფლების შეზღუდვა და მცოცავი ოკუპაცია ადგილობრივების ყოველდღიურობაა. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში იმყოფებოდა და იმ ადამიანებს გაესაუბრა, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა და ომის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადა.
მძიმე დღეებს ადგილობრივები ემოციების გარეშე ვერც 17 წლის შემდეგ იხსენებენ – ნინო ფისაძის რეპორტაჟი.