17 წელი აგვისტოს ომიდან
აგვისტოს ომს იხსენებენ გორში. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა ომში დაღუპულთა მემორიალთან მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს. მემორიალი ყვავილებით შეამკეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.