17 წელი აგვისტოს ომიდან
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან ხალხმრავლობა იყო. გაიხსენეს ომში დაღუპული გმირები. სამშობლოსთვის თავდადებული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს დაღუპულთა ოჯახებს და ხაზგასმით აღინიშნეს გმირი მოქალაქეების ღვაწლი სამშობლოს დაცვის საქმეში.