17  წელი აგვისტოს ომიდან

საქართველო სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს იხსენებს – დღეს რვა აგვისტოა, უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში.

გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყებაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე. აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან 17 წელი გავიდა. დილიდან ხალხმრავლობაა იყო სამშობლოს  შეწირული  გმირების მემორიალთან. დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს და ძმათა საფლავები გვირგვინებით შეამკეს. 17 წლის წინ განხორციელებულ რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 150 ათასზე მეტი მოქალაქე  კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 %, უკანონო ბორდერიზაცია დღემდე გრძელდება, საოკუპაციო ხაზის გამყოფ სოფლებში კი ხშირია ადამიანის უფლებები უხეში დარღვევები და ადგილობრივების გატაცების შემთხვევები. ომის უმძიმესი შედეგების ფონზე დღესაც აქტუალურია კითხვა – შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება. მძიმე ბრალდებები ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. მოქმედი ხელისუფლება ყოფილს გარე ძალების დავალებით ომის დაწყებაში, სამშობლოს ღალატსა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებში ადანაშაულებს. მწვავეა საპასუხო ბრალდებებიც – ოპოზიცია ხელისუფლების განცხადებებში რუსულ ნარატივს ხედავს.