17 წელი აგვისტოს ომიდან
გურიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. რეგიონიდან რუსეთის აგრესიას 9 გმირის სიცოცხლე შეეწირა. ომში დაღუპულთა მემორიალთან ადგილობრივები, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.