17 წელი აგვისტოს ომიდან 

15:16, 08.08.2025

ფოთში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. რუსულ აგრესიას ფოთის 12 მკვიდრი შეეწირა, 80-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

ფოთის პორტი რუსული ბომბდამშენების მიერ 8 აგვისტოს  ღამით დაიბომბა. ამის შემდეგ კი რუსული საოკუპაციო ძალები ქალაქის შესასვლელში განლაგდნენ და მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფოთი ოკუპირებული ჰქონდათ.

ფოთის პორტი რუსული ბომბდამშენების მიერ 8 აგვისტოს, ღამით დაიბომბა. ამის შემდეგ კი რუსული საოკუპაციო ძალები ქალაქის შესასვლელში განლაგდნენ და მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფოთი ოკუპირებული ჰქონდათ.

მსგავსი