17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა, ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობა დილის 11:00 საათზე ქაშუეთის ტაძრიდან დაიწყება. ტრადიციულ მსვლელობაში, სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები მიიღებენ მონაწილეობას. მათივე ცნობით, სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.