17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის რანგში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას შიო მესამე პირველად გაუძღვა. წირვას საქართველოს სხვადასხვა ეკლესიისა და მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ. წირვის დასრულების შემდეგ მათ მრევლს სიტყვით მიმართეს. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით 10 დიდ ქალაქში მსვლელობა გაიმართა. დედაქალაქში მთავარი შეკრების ადგილი ქაშუეთის ტაძარი იყო, საიდანაც მრევლი და სამღვდელოება სამების ტაძრისკენ გაემართა. სამებაში მისული მოქალაქეები ახლადაღსაყდრებულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დალოცა. ტრადიციულ მსვლელობას, რომელსაც სათავე სრულიად საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ დაუდო, „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი აშუქებს.

სალომე ქოქიაშვილის ჩართვან სამებიდან #მოამბე