ოჯახის სიწმინდის დღე - გამოხმაურებები

 17 მაისის მსვლელობა და კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მეორე დღეა, შეფასებების თემაა პოლიტიკოსებში. ოპოზიციისთვის ქადაგების არსი და მნიშვნელობა გასაგებია, თუმცა, მათი თქმით, მეორე საკითხია, რამდენად შეუძლიათ ოჯახებს ბავშვებისთვის მინიმალური პირობების შექმნა სოციალური და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის შემდეგ, ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ საზეიმო ლიტურგია აღასრულა და ქადაგებისას დემოგრაფიულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა საყურადღებოა და ბედნიერება იმ ოჯახებშია, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება.