17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე 

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო შეკრება და მსვლელობა საქართველოს ათ ქალაქში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეკრება საქართველოს ათ ქალაქში 10:00 საათზე, ხოლო საყოველთაო მსვლელობა ყველა ქალაქში ერთდროულად 11:00 საათზე დაიწყება. დედაქალაქში შეკრების ადგილია ქაშვეთის ტაძარი, საიდანაც სამების საპატრიარქო ტაძრამდე ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. რომელშიც მონაწილეობას სამრევლოები და მათი წინამძღვრები, ასევე საკვირაო სკოლები მიიღებენ. სამებაში მისულ მოქალაქეებს პატრიარქი დალოცავს.

17 მაისს უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სამებაში სადღესასწაულო წირვას აღავლენს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, საპატრიარქო წირვა ჩატარდება. მსახურებას დაესწრებიან აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები და სტუმრები.